აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ეკონომიკა ვერ განვითარდება ფინანსური სექტორის გარეშე. „ჩვენ ყოველთვის ვხედავთ მაღალ კორელაციას ფინანსური სექტორის დახვეწასა და ეკონომიკის დახვეწას შორის. ასე რომ, თუ საქართველოს უნდა განვითარება, უნდა განვითარდეს ფინანსური სექტორი. მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების და მიკრო სესხების განვითარებას კაპიტალის ბაზრის განვითარება არ შეუძლია. თუ კაპიტალის ბაზრის განვითარება გინდათ, თქვენ უნდა განავითაროთ ინსტიტუციური ინვესტიციები, რაც ნიშნავს საპენსიო ფონდების განვითარებას. აზიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს ამ პროცესს", - აღნიშნა ვერნერ ლიპახმა