წიწიბურას საბავშვო წვნიანი

წიწიბურას საბავშვო წვნიანი

ინგრედიენტები

წიწიბურა - 100 გ

კარტოფილი - 3-4 ცალი

ყვავილოვანი კომბოსტო - 150 გ

ხახვი - 1 თავი

ნიორი - 2 კბილი

მარილი და პილპილი

ზეთი

ტომატპასტა - 1 ს/კ

კამა და ოხრახუში - 1 კონა

მომზადების წესები

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ზეთში.

დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი, დავასხათ წყალი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, როდესაც კარტოფილი დარბილდება ჩავუმატოთ ტომატი, წიწიბურა და ყვავილოვანი კომბოსტო.

წამოდუღებიდან 10 წუთში ჩავახეხოთ ნიორი, შევკაზმოთ მარილით, პილპილით და დაჭრილი მწვანილებით. მიირთვით არაჟანთან ერთად.