ტრამპი: ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის

ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო წვრთნებსა და ფხენიანის მიერ მოკლე რადიუსის რაკეტების გაშვებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებულ ვითარებას. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ფხენიანს მოლაპარაკებები სურს, მაგრამ ამისთვის მზად არ არის.

„ეს გაცილებით პატარა რაკეტები იყო, გაცილებით ნაკლები სიშორის. ჩვენ შევისწავლით და ვნახავთ. ურთიერთობა გრძელდება, მაგრამ დაველოდოთ, რა მოხდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

9 მაისს ჩრდილოეთ კორეამ გაურკვეველი მოდელის რაკეტა გამოსცადა.