ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძის პოსტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ეხება:
საზოგადო, პოლიტიკური მოღვაწე და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს თავის მამულიშვილურ საქმიანობას. უკანასკნელ ხანს ცნობილი გახდა, რომ იგი განახორციელებს საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელის, ანდრია პირველწოდებულის სახელთან დაკავშირებულ და თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის(პირველი საეპისკოპოსო ეკლესია სწორედ აქ დააარსა წმიდა ანდრია პირველწოდებულმა) აღდგენასა და მის სრულ რესტავრაციას.
უეჭველია რა ესმებათ მრავალთაგან კიდევ ერთი „ესე ამბავი“ ქველმოქმედებისა - ოპოზიციას, ზოგიერთ არასამთავრობოს და მოშურნეებს იწყებენ უნისონში დიდ ხმაურს ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ. ადამიანს უნებლიედ გაგახსენდება სულხან-საბასეული: „შური არს მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა”.
მავანთ ისე იცოდნენ - სიკეთის კეთებას ვერანაირი ძალა ვერ შეაწყვეტინებს სამშობლოსათვის დამაშვრალ ქართველ მეცენატს.
და იქვე: „შეუნდე მამაო, რამეთუ არ იციან რასა იქმან“(ლუკ. 3, 34)