ფონდ ,,პეგასის” ხელმძღვანელი თამუნა ირაჯული სოციალურ ქსელში ოპოზიციურ ძალებს მალხაზ მაჩალიკაშვილის წაქეზებაში ადანაშაულებს: – ეს წამქეზებლობა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი ამ ქვეყანაში. მაჩალიკაშვილი სწორედ თქვენ მიიყვანეთ მაგ ზომამდე! – წერს იარაჯული
,,ვაკვირდები ჩვენი ოპიზიციური ინტრიგნების განცხადებებს და ნამდვილად არ ვარ გაოცებული, მათი უნიჭო დადგმული სპექტაკლებით, რომელიც ძალიან ცუდად და გამქეზებლად გამოიყენეს, როგორ შეიძლება ადამიანის სიკვდილი ან მკვლელეობა წაქეზება დაგეგმო და ამით ეცადო ხელისუფლებაში დაბრუნება, ეს საზოგადიებამ არ იცის რომ გოგაშვილი არ იყო პანკისში და შეგყავთ შეცდომაში, მაგრამ თქვენ გადასარევად იცით დეტალები, ახლა ატყუებთ ხალხს რომ მაჩალიკაშვილის დაკავება სპეციალურად იგეგმება რომ თემირლანის საქმის გამოძიება არ მოხდეს, როგორ მაინტერესებს პროცედურულად როგორ წარმოგიდგენიათ ან რა შუაშია თემირლანის საქმის გამოძიება მაჩალიკაშვილის საქმესთან ?!
მაჩალიკაშვილმა თუ პასუხი აგო თავის ჩადენილ დანაშაულზე ეს რა კავშირშია თემირლაის საქმის გამოძიებასთან თქვენ ხომ ყურადღებით ადევნებთ თვალს?! ანუ მაჩალიკაშვილი იძიებს თემირლანის საქმეს?? გეყოფათ რა ამან დაღუპა ეს ქვეყანა კერძო ინეტერესები რომ გამოძრავებთ და ქვეყანა არ გიყვართ, ანუ მაჩალიკაშვილის პასუხისგებაში მიცემა სულ არ ნიშნავს თემირლანის საქმის არ ან ვერ გამოძიებას, არც ეს წამქეზებლობა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი ამ ქვეყანაში. მაჩალიკაშვილი სწორედ თქვენ მიიყვანეთ მაგ ზომამდე! სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინე არსერიოზული გამოსვლა ეს არაა ტერორიზმიო ეს თუ მოხდებოდა შურისძიება იქნებოდაო, ეს არის ყოვლად უპასუხიმგებლო განცხადება ესეგი კიდევ აქეზებთ, უბიძგებთ, მაჩალიკაშვილს მიდი დახოცეთ ააფეთქე არაუჭირს შენ შვილი მოგიკლესო ?! ამდენი ადამიანი რომ ავფეთქებულიყავით ეს იქნებოდა შურისძიება თუ ტერორიზმი?! სამარცხვინოდ შეყვარებული გველეშაპები ხართ, სკამებზე ვერც მიეწებეთ ამდენი ჯდომით და არც საინფრომაციო ღრუ დაგეღალათ რომ დადუმდეთ. შეფასებებია მაგარი, კაცს ეუბნებიან, მიდი დახოცე, გეპატიება, შვილი მოგიკლესო. ავად ხართ ბატონებო და მკურნალობა გესაჭიროებათ, ვერც საქმეს აფასებთ და მაჩალიკაშვილს აძლიერებთ მაგრამ ყველაფერი ინახება…. ესეც რომ ფიქრობდეთ ამის სატელევიზიოდ გამოცხადება ცეცხლზე ნავთია იდიოტებო!!! “ – წერს იარაჯული