ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ,,ევროპული საქართველოს” წევრის, გიგი წერეთელის, მისამართით სარკასტულ პოსტს აქვეყნებს. ჩერგოლეიშვილი მადლობას უხდის დეპუტატს იმ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის, რომლის მიხედვითაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად გამოცხადდა.
,,დიდი მადლობა გიგი წერეთელს. მისი მოკრძალებული წვლილიცაა იმაში, რომ დღეს დილით, უკვე ოფიციალურად, ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში გამეღვიძა.
პ.ს. ფარისევლობა იქით იყოს, და სულ მაინტერესებს ხოლმე, “ამისთანას რომ დააჭერენ”, მერე რას გრძნობენ.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
ცნობისთვის გუშინ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ, მესამე მოსმენით განსახილველად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარადგინა. კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ეკლესიის, სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად განისაზღვრება ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც – იმედის დღე.