თვლი, რომ ნაყინი ყველაზე გემრიელი დესერტია მსოფლიოში? მაშინ ოდესმე მაინც გიცდია, მისი მომზადება შინ. ნაყინის ზოგიერთი რეცეპტი ზედმეტად რთულად მოგეჩვენებათ. მაგრამ ეს ის არ არის...
დაგჭირდებათ მხოლოდ 3 მარტივი ინგრედიენტი!
ინგრედიენტები
მაღალპროცენტიანი ნაღები - 600 მლ
შედედებული რძე - ნახევარი ქილა
ხსნადი ყავა - 3 ჩ/კ
მომზადების წესი:
თავდაპირველად გახსენით ყავა რამდენიმე (2-3 ს/კ) კოვზ წყალში, შემდეგ დაუმატეთ მას შედედებული რძე და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ნაღები და ათქვიფეთ.
შედგით მიღებული მასა მაცივარში რამდენიმე საათით და დატკბით შედეგით!