„კარგი სესხი"
როდესაც ფინანსურ მყუდროებას გაუთვალისწინებელი ხარჯის ამოტივტივება გვირღვევს ან ხანგრძლივი (ხშირად არახანგრძლივი) ფიქრის და აწონვ-დაწონვის შემდეგ სესხის აღებას ვწყვეტთ, ჩნდება კითხვების მთელი რიგი: რომელი სესხი ავიღო? სად ავიღო? რომელია კარგი სესხი? როგორ დავფარო აღებული სესხი?
„კარგი სესხი" ძალიან სუბიექტური შეფასებაა, ის რაც ერთი მსესხებლისთვის კარგია, შეიძლება მეორესთვის სრულად მიუღებელი იყოს. შეფასების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს სესხის კატეგორიის გათვალისწინება, არ შეიძლება ერთმანეთს სწრაფი სესხი და იპოთეკური სესხი შევადაროთ, აქ ვერც ერთ, ერთმანეთთან შედარებად პარამეტრს ვერ ვიპოვით და ჩავთვლით, რომ ერთი მეორეზე უკეთესი ან უარესია. მომხმარებლები ხშირად თვლიან, რომ არ შეიძლება ონლაინ სესხების და ბანკის ფილიალებში ხელმისაწვდომი სესხების ერთმანეთთან შედარება, რადგან ინტერნეტ კრედიტები მათ კონკურენციას ვერასდროს გაუწევენ, ისინი ხომ ძალიან მაღალ პროცენტიანი სესხებია, რაც ძალიან მცდარი მოსაზრებაა. მაგალითად, ვებ-გვერდზე tbccredit.ge/ ხელმისაწვდომი -სასწრაფო სესხი, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ონლაინ სესხია, თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომი სასწრაფო სესხის ანალოგია.
„ნამდვილად მჭირდება სესხი?"
ახლა, როცა სესხის აღება მკაცრად კონტროლირებადი პროცესი და რთულად მიღწევადი შედეგი გახდა, ყველა სარეკლამო ტიპის შეტყობინება თუ შეთავაზება, რომელიც სესხის აღებისკენ მოგვიწოდებს, კიდევ უფრო მაცდურად და დამაიმედებლად ჟღერს.
სესხის აღება - არ აღება არც არასდროს არ ყოფილა დიდი ფიქრის და განხილვის საგანი, თუმცა ახლა, იმ იმედით რომ ყოველი გამოგზვნილი ტექსტური შეტყობინება სესხის აღების უკანასკნელი შანსია, ჩვენ დაუფიქრებლად ვდგამთ ამ ნაბიჯს, სწრაფად ვავსებთ სესხის განაცხადს და ველოდებით, როდის ჩაირიცხება თანხა ანგარიშზე.
ნუ აიღებთ სესხს, თუ დანამდვილებით არ იცით, რაში გამოიყენებთ თანხას და თუ არ დგას ამის აუცილებლობა, რადგან სესხი ისევე სწრაფად გახდება გადასახდელი, რა სისწრაფითაც თანხა შემოგეხარჯებათ.
სანამ ჩვენში სესხისა და საბანკო პროდუქტებისადმი ზოგად მიდგომას შევცვლით, მოდით, ისევ კარგად შესწავლილ წესებს გადავხედოთ, რომელიც სესხის აღების წინ თუ გაგახსენდებათ, ძალიან კარგი იქნება:
- არ ისესხოთ იმ ოდენობის თანხა, რისი დაბრუნებაც თქვენთვის რთული წარმოსადგენია.
- როდესაც სამომხმარებლო ან სწრაფ სესხს იღებთ, მაქსიმალურად მცირე ვადით ისესხეთ თანხა
- გაითვალისწინეთ, რომ სესხის დასაფარად შენატანები რეგულარულად და დროულად უნდა განახორციელოთ
- არასდროს აიღოთ სესხი იმისთვის, რომ ნასესხები თანხა ანაბარზე დადოთ ან რაიმე ტიპის ინვესტიცია განახორციელოთ, თუ რა თქმა უნდა საქმე ბიზნეს სესხს არ ეხება.
„ კარგ კომპანიაში ვიღებ სესხს?"
„კარგი სესხი" მხოლოდ სესხის გამცემ „კარგ ორგანიზაციაშია" ხელმისაწვდომი. კარგი ორგანიზაციაც, ისევე როგორც კარგი სესხი მეტნაკლებად სუბიექტური შეფასებაა, თუმცა შეფასების საბაზისო კრიტერიუმები აქაც დაგეხმრებათ გადაწყვეტილების მიღებაში:
- მომხმარებლის უფლებები - აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რამდენად ხდება ორგანიზაციაში თქვენი უფლებების დაცვა და რამდენად გამჭვირვალეა სესხის აღების პროცესის თითოეული ნაბიჯი;
- პოპულარობა და რეპუტაცია -გაითვალისწინეთ სხვა მომხმარებლის მოსაზრება და რჩევა. ძალიან რთულია, ფინანსურმა ინსტიტუტმა მომხმარებლების მხრიდან ერთხმად მოიპოვოს დადებითი შეფასება და თუ ის მოიპოვა, ესეიგი დაიმსახურა;
- მომხმარებლის გამოცდილება და ვიზუალური მხარე - ეს პარამეტრი განსაკუთრებით ონლაინ სესხების კომპანიებისთვის არის მნიშვნელოვანი: შეაფასეთ რამდენად მარტივ და მოქნილ პროცესს გთავაზობთ კომპანია ვებზე, რადგან თუ პროცესი რთული და გაუგებარია, უფრო მეტად რთული და ჩახლართული იქნება სესხის დამტკიცების და გაცემის პროცედურა.
- პროცენტები, პირობები და სესხთან დაკავშირებული დეტალები: სესხის გამცემი კარგი ორგანიზაცია არასდროს მალავს სესხის მნიშვნელოვან დეტალებს და არასდროს იყენების ამის კომუნიკაციისთვის იმდენად წვრილ შრიფტს, რომ წაკითხვა ვერ შეძლოთ.
და ბოლოს, სესხი , თუ მას სწორად გამოიყენებთ „კარგი პროდუქტია" - ის გვეხმარება დავძლიოთ დაუგეგმავი ფინანსური ბარიერები, რეალობად ვაქციოთ ჩვენი სურვილები და თუ თანამედროვე ტენდენციებსაც ავუწყობთ ფეხს და გავციფრულდებით, დავინახავთ, რომ სესხი კარგ პროდუქტთან ერთად მარტივი, მოქნილი და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტია.