რუსთავი-2- ის საქმეზე სანამ შეჩერების გადაწყვეტილება ძალაშია აღმასრულებელი ხელისუფლება ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს

რუსთავი-2- ის საქმეზე სანამ შეჩერების გადაწყვეტილება ძალაშია აღმასრულებელი ხელისუფლება ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს

„რუსთავი 2“-ის საქმეზე საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ვფიქრობ, რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს „რუსთავი 2“-ის, როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ნინო ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს მას და სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მთავარია, ყველას კარგად გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ ორი წელია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადააწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია. ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიციის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპ-ი ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში, ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება ძალაშია, სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.