10 მაისს, საღამოს 7 საათზე იგეგმება „წისქვილი ჯგუფის“ ახალი სივრცის „ღვინის ეზოს" გახსნის ცერემონია.
„ღვინის ეზო“ - ეს არის უნიკალური კულტურული სივრცე, ძველი თბილისური ინტერიერითა და მუსიკალური ღონისძიებებით, რომელიც ორიენტირებულია ტურისტების მომსახურებაზე.
სწორედ ამ სივრცისთვის დაიდგა სპექტაკლ „ხანუმას“ ადაპტირებული მიუზიკლი/პერფორმანსი, რომელიც მაქსიმალურად ინტეგრირდება მაყურებელთან.
ეს არის უპრეცედენტო ფაქტი ქართულ და არამარტო ქართულ სარესტორნო ინდუსტრიაში.
რეჟისორი: გოგა მაისურაძე
მხატვარი: ბარბარა ასლამაზი
სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიკრიბა დასი და ძირითადად მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებით დაკომპლექტდა. ასევე, შეიქმნა სიმებიანი კვარტეტი, რომელიც აკომპანირებას გაუწევს სპექტაკლს.
ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრება - ტურიზმის, ბიზნესის, მასმედიისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
მისამართი: ბელიაშვილის 99. „ღვინის ეზო“.