ჩეხეთში პრემიერის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ჩეხეთში პრემიერის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ჩეხეთის დედაქალაქში ათასობით მოქალაქემ ქვეყნის პრემიერმინისტრის, ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

პრემიერმინისტრმა ცოტა ხნის წინ იუსტიციის ახალ მინისტრად მარი ბენესოვა დანიშნა, მოქალაქეების პროტესტი ამანაც გამოიწვია, რადგან მიაჩნიათ, რომ ახალმა მინისტრმა პრემიერი შესაძლოა სასჯელს აარიდოს.

პოლიტიკოსს ევროკავშირის სუბსიდიების განაწილებისას თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია 1,6 მილიონ ევროზე, რომელიც ევროკავშირმა რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყო.

მოქალაქეებს ხელში ეჭირათ ბანერები, წარწერით: "ჩვენ ბრმები არ ვართ". ქვეყნის მასშტაბით აქციები ასევე გაიმართა ბრნოში და ოსტრავაში.

ჩეხეთში აქცია აპრილის ბოლოსაც გაიმართა.