გროგი - ბრიტანელი მეზღვაურების სასმელი

გროგი - ბრიტანელი მეზღვაურების სასმელი

გროგი ალკოჰოლური კოქტეილია, რომლის შემადგენლობაშიც აუცილებლად შედის რომი. მისი მკაცრი რეცეპტი არ არსებობს, შესაძლოა იყოს ცხელიც და ცივიც, სანელებლებით ან მის გარეშე, მთავარია შეურიოთ რომი!

პირველად ეს სასმელი ბრიტანეთის საზღვა ფლოტის წევრებმა დააგემოვნეს. ისინი რომის სმის გამო ხშირად არღვევდნენ დისციპლინას. ამის გამო, ადმირალმა ვერნონმა ბრძანა რომი ცხელი ან ცივი წყლით, ლიმონის და ფორთოხლის წვენით გაეზავებინათ და ისე მიეღოთ. თავიდან ეს სასმელი და ალკოჰოლის შემცირებული დოზა მეზღვაურებს არ მოეწონათ. სასმელს მათ ადმირალის მეტსახელი - გროგი უწოდეს.

გთავაზობთ გროგის ერთ-ერთ ვერსიას.

ინგრედიენტები

შავი ჩაი - 1 ჩ.კ

რომი - 80 მლ

3/4 ლიმონი

შაქარი - (უმჯობესია ყავისფერი)

დარიჩინი - 1 ჯოხი

ვარსკვლავა ანისი (ბადიანი) - 1-2 ცალი

მიხაკი - 4-5 ცალი

მომზადების წესები

300 მლ მდუღარე წყალი დაასხით ჩაის. დაამატეთ შაქარი და სანელებლები. დააფარეთ და დააყენეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი. გადაწურეთ, დაამატეთ რომი და ჩამოასხით ჭიქებში. დალიეთ ცხელი.

გროგს შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, ცოტა ვისკი, ფორთოხლის წვენი... მთავარია რომი შეურიოთ - დანარჩენი თქვენი გემოვნებით შეაზავეთ.

ცივი გროგის შემთხვევაში დაამატეთ ყინულიც.