მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავზე ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავზე ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას დაღუპულთა რიცხვი 41- მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში 37 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამგზავრო ლაინერი რეისს მოსკოვიდან მურმანსკის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავის ბორტზე 78 მგზავრი იმყოფებოდა.

ერთ- ერთი ვერსიით, აფრენიდან 30 წუთში თვითმფრინავს მეხი დაეცა და ელექტრომოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა.

ვითარების გათვალისწინებით, პილოტმა უკან მიბრუნებას ისევ მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში დაშვება არჩია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. ოფიციალური პირების განმარტებით, თვითმფრინავს ცეცხლი ავარიული დაშვებისას გაუჩნდა.