ისრაელი და პალესტინა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და პალესტინა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ორდღიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. ამის შესახებ RTI წერს.

სამშვიდობო გეგმას ხელი ეგვიპტისა და გაეროს შუამავლობით მოეწერა. სამშვიდობო შეთანხმებაზე განცხადება ცოტა ხნის წინ ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ზავის მიუხედავად, ისრაელის სამხრეთით მდებარე სკოლები და ბაღები დღეს დახურული იქნება.

ზავის გაფორმებიდან ამ დრომდე, ღაზის სექტორში ვითარება მშვიდია. ანალოგიური ვითარებაა ისრაელშიც. თელავივში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში აღარ განხორციელებულა. საყურადღებოა, რომ ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის 2019 წლის 4-5 მაისის ავიაიერიშები 2014 წლის ესკალაციის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური იყო.

ისრაელსა და პალესტინას შორის საჰაერო იერიშებისას ორივე მხარეს 24 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 4 ისრაელელი და 20 პალესტინელი.