ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ავიაიერიშებს ტრამპმა ტერორისტული აქტი უწოდა

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ავიაიერიშებს ტრამპმა ტერორისტული აქტი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ავიადაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ავიაიერიშებს დონალ ტრამპმა ტერორისტული აქტი უწოდა. თეთრი სახლის ლიდერმა ღაზის მოსახლეობას მიმართა და ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა დაგმო. პრეზიდენტის თქმით, ისრაელის მიმართ ტერორისტული აქტები ღაზის სექტორში მცხოვრებ ადამიანებს ზიანის მეტს არაფერს მოუტანს.

„დაასრულეთ ძალადობა და იმუშავეთ მშვიდობის დამყარებაზე, ეს შესაძლებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაში.

ორდღიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.

ისრაელსა და პალესტინას შორის საჰაერო იერიშებისას ორივე მხარეს 24 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 4 ისრაელელი და 20 პალესტინელი.