“გიორგი ქობულიას თუ სურვილი აქვს, რომ ინფორმაცია გააჟღეროს, კი ბატონო, მოვიდეს“, - ასე პასუხიბს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს.
როგორც კაკულია აცხადებს, ქობულიას მოსმენასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, თუმცა არც წინააღმდეგია.
“ცუდ იდეად არ მეჩვენება, დავფიქრდები კომიტეტის წევრებთან ერთად“,- აღნიშნა რომან კაკულიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი გიორგი ქობულიას პარლამენტში მოსმენის წინააღმდეგია.
რევაზ არველაძეს გიორგი ქობულიას როგორც “ნაწყენი კაცის“ მხრიდან პიზიციის დაფიქსირება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ნინო წილოსანს კი, ყოფილი მინისტრის პარლამენტში მოსვლა პოპულისტურ ნაბიჯად მიაჩნია.