“ნაციონალურმა მოძრაობამ“ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მიმართა, რომ გიორგი ქობულიას საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, სადაც ის ეკონომიკის მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ისაუბრებს.
“უნდა გაიმართოს მოსმენა, თუ რის გამო იქნა გადაყენებული გიორგი ქობულია. რა პრობლემები იყო. როგორც ირკვევა, ის პირადი ინტერესების გამო იქნა გადაყენებული“,- განაცხადა ფრაქცია “ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას “ევროპული საქართველოც“ შეუერთდა.
“საუბარი არ არის პირადად ბატონ ქობულიაზე, მისი წასვლა-არ წასვლის მიზეზები შეიძლება ნაკლებად საინტერესო იყოს. მან გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადებებიც, რომ ხელს უშლიდნენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც განავითარებდა ქვეყნის ეკონომიკას“,- აღნიშნა “ევროპულო საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.