"უღირსი პრეზიდენტი, კავკასიელი ზვიად ჰუსეინი და დიქტატორი, როგორ მოიხსენიებს სააკაშვილი გამსახურდიას, შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?!" - ამ შინაარსის პლაკატები დღეს ზუგდიდის ქუჩებსა და მიმდებარე სოფლებში გამოჩნდა.
უცნობი ადამიანების მიერ გავრცელელებულ განცხადებებში წერია, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსაზურდია ასე პოლონურ ყოველკვირეულ გამოცემაში მოიხსენია, რომელიც 1992 წელს დაიბეჭდა.
ქალაქში ასევე გამოკრულია პლაკატები, რომლითაც ორგანოზატორები სანდრა რულოვსს მიმართავენ კითხვით - "შენ გინდა ზუგდიდის მერობა?
წერია, რომ სანდრა რულოვსმა ზვიად გამსახურდია 90-იან წლებში ბანდიტური დაჯგუფების მფარველად დაახასიათა. ამ შინაარსის პოსტერების გავრცელებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ზუგდიდელებში. ნაწილი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი ქმედებები მიუღებელია. ნაწილი კი მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს სწორედ პოსტერზე დატანილი ციტირებების გამო აკრიტიკებს.