ნებისმიერი ჩვენი სტუმრისთვის, პირველივე შეხედვით თვალსაჩინოა ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან

ნებისმიერი ჩვენი სტუმრისთვის, პირველივე შეხედვით თვალსაჩინოა ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან

ნებისმიერი ჩვენი სტუმრისთვის, პირველივე შეხედვით თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო ფორუმზე – „კულტურათა კავშირი – საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ქართული კულტურის ისტორიულობას გაუსვა ხაზი.

„საქართველო გახლავთ ის ქვეყანა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ბოლომდე შეიგრძნოს მისი ისტორიის ხანგრძლივობა, მნიშვნელობა და უნიკალური კულტურა. ჩვენი ქვეყანა ათასწლეულების სიღრმიდან მომდინარეობს და სწორედ ეს განაპირობებს მის განსაკუთრებულობას. ქართულ კულტურას საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა მრავალფეროვანი ისტორია, რამაც უზრუნველყო ძლიერი ეროვნული თვითმყოფადობა და ხელი შეუწყო საქართველოში კულტურის განსაკუთრებულობის აღქმას. სრულიად განსაკუთრებულია ბუნებრივია ჩვენი გეოგრაფია – ევროპისა და აზიის შესართავზე, საქართველო საუკუნეების განმავლობაში თამაშობდა ერთგვარი ხიდის როლს. ნებისმიერი ჩვენი სტუმრისთვის, პირველივე შეხედვით თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან, რადგან ჩვენ საერთო საყრდენი, საერთო კულტურული ფასეულობები და ღირებულებათა სისტემა გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ქართველი ერის არჩევანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. დარწმუნებული ვარ ამ ფორუმით დაიწყება დიალოგების სერია, რომელიც შეკრებს სხვადასხვა ევროპულ კულტურას და ევროპულ კულტურათა ამ მრავალფეროვნებაში წარმოადგენს ქართული კულტურის, ქართული ევროპული კულტურის როლს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა დასძნა, საერთაშორისო ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს.

„ჩვენ ვართ ევროპული კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი და ბუნებრივია, ამის შესახებ საჭიროა მეტი საუბარი, ამის შესახებ საჭიროა მეტი აქტიურობა და დარწმუნებული ვარ ეს ფორუმი, ამ ფილოსოფიის ჩამოყალიბებაში თავის ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.