მთელი კვირის პროგნოზი - მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი ცვლილება

მთელი კვირის პროგნოზი - მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი ცვლილება

მიმდინარე კვირას საქართველოს მასშტაბით ამინდის მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი, ზოგან ნავარაუდევია სეტყვაც. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.

"დასავლეთ საქართველოში წვიმები  8-9-10 მაისსაა მოსალოდნელი, 11-ში გამოიდარებს და 12-ში კვლავ გაწვიმდება.  ჰაერის ტემპერატურა  18-დან 23 გრადუსამდე გათბება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6-7 მაისს  25-30-გრადუსამდე სითბო იქნება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს,6-8 მაისს დღის მეორე ნახევრიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22-27 გრადუსი სითბო იქნება.

9 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 6-7-8 მაისს შესაძლოა სეტყვაც იყოს.

რაც შეეხება დედაქალაქს, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ღამისა და საღამოს საათებში 6-7-8 მაისს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, 10-11-ში -  ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

6-9 მაისის ჩათვლით 23-25 სითბოა ნავარაუდევი, 10-ში ტემპერატურა დაიკლებს. ხოლო 11-12 მაისს  გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი", - განუცხადა პრაიმტაიმს გვაზავამ.