ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გაშუქებულ მცდარ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალეიბთ ეხმაურება.
“სანამ “რუსთავი 2″-ზე გადართავ, დაფიქრდი, შეიძლება საკუთარი თავი გარდაცვლილი იხილო!”– წერს გელა ზედელაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „თბილისის მეტროპოლიტენში“ უბედური შემთხვევა მოხდა, ლიანდაგებში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა და დაიღუპა. “რუსთავი 2”-მა გარდაცვლილად გამოაცხადა და გამოაქვეყნა ახალგაზრდა მამაკაცის ფოტო რომელსაც იგივე სახელი და გვარი აქვს, რაც უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულს.