ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურუი ქსელის საშუალებით სამოქალაქო აქტივისტის დავით ქაცარავას განცხადებას ეხმაურება. შეგახსენებთ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს, ამის შესახებ დავით ქაცარავამ განაცხადა.
“აჰა! აეხლა კი ნაღდი გვენძრევა! ჩათვალეთ, მალე დავით გარეჯს და მის მიმდებარე ტერიტორიას დავკარგავთ! დედას ვფიცავარ არ ვხუმრობ! გააკავეთ!”– წერს ბაკურ სვანიძე.