ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით, გავრცელებულ ვიდეო კადრებს ეხმაურება რომელიც თითქოს აზერბაიჯანელების დავით გარეკის სამონასტრო კომპლექსში შესვლას ასახავს.
“ყურადღება! ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ შედიან აზერბაიჯანელები თავიანთ რომელიღაც ისტორიულ ტერიტორიაზე დაფა-ზურნით და დროშებით.
კერძოდ, ეს არის ესკიკოდაგის ისტორიული და კულტურული ნაკრძალი აგსტაფის რაიონში.
როგორც ყოველთვის, სოციალურ ქსელებში ატყდა ერთი ამბავი, თითქოს აზერბაიჯანელები შევიდნენ გარეჯის სამონასტრო კომპლექსში. არადა, ამ ვიდეოს გარკვევით აწერია განმარტება, თუ რასთან გვაქვს საქმე.
ნუ ავრცელებთ სიცრუეს, ნუ ძაბავთ სიტუაციას, ნუ ლანძღავთ აზერბაიჯანელებს სოციალურ ქსელებში, სირცხვილია, ასეთი უცოდინრობა მაგრად ტეხავს!”- წერს გელა ზედელაშვილი.