"როგორც რომისკენ მიდის ყველა გზა, ისევე მიდის მიშკა სააკაშვილისკენ ყველა გზა"

„ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ხალხს თავი მისი განვლილი გზით და საქმიანობით შეაყვარა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ჭაობიდან ამოიყვანა. ცხვიტარიას ამბობს, რომ "როგორც რომისკენ მიდის ყველა გზა, ისევე მიდის მიშკა სააკაშვილისკენ ყველა გზა".

"ორუფციის მორევში იყო საქართველო ჩაფლული, ყველაფერი დანგრული იყო და სააკაშვილმა ჭაობიდან ამოიყვანა, სახელმწიფოდ აქცია. ამის უარყოფა ვის შეუძლია?! რა თქმა უნდა იყო შეცდომები, თვოთონ მიშაც ამბობს ამას. ადამიანურ რესურსთან გვქონდა რაღაც შეცდომები, რადგან როეფორმას ყოველთვის მოჰყვება უფრო მეტი დადებითი, ვიდრე უარყოფითი მხარე, მაგრამ ის უარყოფითი პატარა ერში ყოველთვის ყვირის. რაც შეეხება უკრაინაში მიშას დაჭერას, იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვი, რომ ცუდად გავხდი, ძალიან იმოქმედა. შემდეგ ხალხმა როგორ ახსნა ბორკილები და როგორ გაანთავისუფლა, ეს ყველამ დაინახა. მთავარი ჯილდო არის ხალხის სიყვარული. ოლიგარქი და ვიღაცეები მუდამ იმას ცდილობენ ჩირქი მოსცხონ, იმიტომ რომ შურთ მისი, ბოღმა ახრჩობთ. კი მაგრამ ეს სიყვარული ძალით ხომ არ შეიძლება, ძალით შემიყვარეო მიშა სააკაშვილს ხომ არ უთქვამს ჩემთვის. მისი განვლილი გზით, საქმიანობით, თავდადებით შეაყვარა ხალხს თავი", - ამბობს ის "აიპრესთან"

amo აბა რაა?!
6 წლის უკან
სოციალისტი "მისი განვლილი გზით, საქმიანობით, თავდადებით შეაყვარა ხალხს თავი" ... ქალბატონო დარეჯან მხოლოდ ამაში ვერ დაგეთანხმებით! თავდადებით არა..., ის არ გინდა კიდევ??
6 წლის უკან