დღეს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ფაროსანასთან ბრძოლის "მოიზიდე და გაანადგურეს" მიზნით, 760 ფერომონი დამონტაჟდა. აღნიშნული სადგურების მეშვეობით, ტყისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბუფერულ ზონაში მოხდება გამოსული მავნებლის ლოკალიზება და განადგურება, იმისათვის რომ ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე არ გავრცელდეს.
პრევენციული ღონისძიება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ინიციატივითა და მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.