მომზადების დრო: 90 წუთი
ულუფა: 6
ინგრედიენტები
ნაღები 35 %-38% - 500 მლ
შესქელებული რძე - 0,5 ქილა (200 გ)
ბანანი - 2 ცალი
ნუთელა - ან სხვა შოკოლადის პასტა 4-5 ს/კ
ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ
ნაღების ლიქიორი - 2 ს/კ
მომზადების წესები
ათქვიფეთ ნაღები და გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.
ბანანისა და ნაღების ფენისთვის: ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ დაჭრილი ბანანი, შესქელებული რძე, ვანილის ექსტრაქტი და ათქვიფეთ. მიღებული ბანანის პიურე დაუმატეთ ათქვეფილი ნაღების ერთ ნაწილში. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
შოკოლადის ფენისთვის: ნუთელა ათქვიფეთ ნაღების ლიქიორთან ერთად. დაუმატეთ ნაღების მეორე ნაწილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
პლასტიკატის ერთჯერად ჭიქებში გაანაწილეთ ორივე მასა ფენებად: შოკოლადის მასა, ბანანის მასა, კვლავ შოკოლადი და ასე, სანამ გაივსება ჭიქა. ჩაარჭვეთ შუაში ხის ჩხირი და მოათავსეთ საყინულეში.