აქუ და გუბაზიკო – სპეცწერილი დანიიდან

აქუ და გუბაზიკო – სპეცწერილი დანიიდან

დღევანდელ წერილში მსურს ლეგენდარულ დავით აქუბარდიასა და გუბაზიკო სანიკიძის ტელედიალოგებზე ვისაუბრო, რომელიც წლებია ერთგვარ ტრადიციადაც იქცა და აბა ვის წარმოუდგენია სტუდია სპექტრი გუბაზ სანიკიძის გარეშე. ასე იყო უწინ და სავარაუდოდ სამარადჟამოდ ასე გაგრძელდება.

გადაცემა ტრადიციულად იწყება მისალმებით, შემდეგ ბატონი აქუს მონოლოგით, რომ საბჭოთა საქართველოში ყველაფერი ინგრევა, რაღაც დალპა დანიის სამეფოში და შემდეგ იწყებს ჭორიკანა ისტორიების მოყოლას, თუ როგორ წააწყდა ელიავაზე მომუშავე პაკრიშკების გამყიდველს, რომელმაც უთხრა, რომ ქვეყანა იჩეხება და სადაცაა უფსკრულში აღმოჩნდება, მიალანძღავს ყველა სამინისტროს, რომელსაც კანტორას უწოდებს, მიწასთან გაასწორებს ყველას და ამ დროს საუბარში ცხარე გუბაზი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ  ვიქცევით, ვიღუპებით, სადაცაა გასკდება, აბა ჰე, აბა ჰო, რევოლუცია, თოფი…. ერთი-ორ მუშტსაც დაუბრახუნებს მაგიდაზე, შემდეგ აქუ სიტყვას ჩაუგდებს “რა მართალი ხარ ჩემო გუბაზიკო” და ასე გრძელდება მასლაათი.

ისე, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბატონი გუბაზი არცერთხელ არ ყოფილა კავკასიის სტუმარი, ნუ, თავისთავად, მაშინ ხომ ყველაფერი კარგად იყო, მაშინ ბატონი ბიძინა იყო, დღეს ბიძინაა, რომელიც ანგრევს და აჩანაგებს ქვეყანას. ბატონ გუბაზს თუ დავესესხებით, დღეს გაცილებით მეტი მორალური უპირატესობა ჰქონია სააკაშვილს, ვიდრე ივანიშვილს.

არც იმას უარყოფს გუბაზ ბატონი, რომ პოლიტიკაში ქალწულობა არ არსებობს, ანუ შეგვიძლია ასე გადავთარგმნოთ, რომ პოლიტიკოსობა ბოზობაა და საჭიროებისამებრ?.. ალბათ…

ვრცელი წერილის დაწერა მინდოდა და წერისას მივხვდი, რომ მეტი სათქმელი არც არაფერი მაქვს ამ ადამიანებზე, ამიტომ დღეს ამას დავჯერდეთ, დარწუნებული ვარ, ბატონი აქუ და გუბაზიკო არ მოგვაკლებენ პოლიტიკურ მარგალიტებს.

  1. ბატონი დავითიც და გუბაზიც ნამდვილად განათლებული ადამიანები არიან, თუმცა….

ავტორი: ლევან გობრონიძე.

 

უ ც ხ ო : სულ ოპოზიციაში ვიყავი და რომ ვერაფერს გავხდი, წამოვედიო, - ბატონმა გუბაზმა ბრძანა. (ან წამოხვედი, ან არა! - მაგრამ ეს სხვა თემაა).
მომკალით და, მისი ოპოზიციური, შემტევ-აგრესიულ-რიხიანი (როგორც აქუს ტელევიზიიდან) გამოსვლები პარლამენტში... არ მახსენდება!!!
აი, გემრიელად რომ ეძინა სხდომებზე, ასეთი კადრები მახსოვს!
თუმცა, ახლა რომ ვუფიქრდები, ეტყობა, პროტესტის ნიშნად იძინებდა ხოლმე და ამითი გამოხატავდა თავის ოპოზიციონერობას :)))
6 წლის უკან