სამხრეთ კორეა: ჩრდილოკორეამ რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეა: ჩრდილოკორეამ რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩრდილოკორეამ მოკლე დისტანციაზე რამდენიმე რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ BBC წერს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის თქმით, რაკეტები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, ჰოდოს ნახევარკუნძულიდან გაუშვეს.

ჯერ უცნობია გაუშვა თუ არა ჩრდილოკორეამ ბალისტიკური რაკეტა. ცნობისთვის ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა 2017 წლის ნოემბერში გამოსცადა.

გასულ თვეს, ოფიციალური ფხენიანის თქმით, ქვეყანამ ახალი „ტაქტიკური მართვადი იარაღი“ გამოსცადა.

ცნობისთვის ვიეტნამის სამიტის შემდეგ ფხენიანმა რაკეტა პირველად მას შემდეგ გაუშვა, რაც შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

როგორც მაშინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა თებერვლის მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი კიმ ჩენ ინის მხრიდან შეთავაზებული შეთანხმების ცუდი პირობები იყო.