"რუსთავი 2"-მა ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილად გამოაცხადა - "როცა საინფორმაციოდან იგებ, რომ მოკვდი"

სოციალურ ქსელში ვრცელ­დე­ბა ფოტო, რო­მელ­ზეც ახალ­გაზ­რდა ბიჭი გი­ორ­გი ბა­და­ლაშ­ვი­ლია ასა­ხუ­ლი, ის ტე­ლე­ვი­ზორ­თან დგას, კადრში კი მისი ფოტო ჩანს, რომ­ლის ტიტ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ ბიჭი მეტ­რო­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გი­ორ­გი ბა­და­ლაშ­ვი­ლი "ფეიკ ნი­უ­სის" მსხვერ­პლი გახ­და - ბიჭ­მა და მის­მა ოჯახ­მა სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს ყუ­რე­ბის დროს გა­არ­კვი­ეს, რომ ის "გარ­და­იც­ვა­ლა".

რე­ა­ლუ­რად კი "რუს­თა­ვი 2"-ის შეც­დო­მის გამო, 9-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" ერთ-ერთ სი­უ­ჟეტ­ში გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი ბა­და­ლაშ­ვი­ლის ფო­ტოს ნაც­ვლად, ცო­ცხა­ლი გი­ორ­გი ბა­და­ლაშ­ვი­ლის ფოტო აჩ­ვე­ნეს.