ვახტანგ გომელაური მასსა და გიორგი გახარიას შორის შესაძლო დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს

ვახტანგ გომელაური მასსა და გიორგი გახარიას შორის შესაძლო დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა, მასსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შორის  შესაძლო დაპირისპირებაზე, ვახტანგ გომელაურის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და გიორგი გახარია მისი დიდი ხნის მეგობარია.

“არანაირი დაპირისპირება არ არის, გიორგი არის ჩემი ძალიან კარგი და დიდი ხნის მეგობარი, მარტო ჩვენი ურთიერთობა არ არის, ასევე არის ჩვენი უწყებების ურთიერთობა და ერთმანეთის გარეშე მუშაობა ურთულესი იქნება როგორც შსს-სთვის, ასევე სუსისთვის, ეს არის თითქმის ერთი სისტემა და ერთი ორგანიზმი, მითუმეტეს მე და გიორგი ძალიან კარგი მეგობრები ვართ”– განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.