ლამის პრეზიდენტად აირჩიე ეს ადამიანი და ძალიან უხერხული კია

ლამის პრეზიდენტად აირჩიე ეს ადამიანი და ძალიან უხერხული კია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის მიერ,  სალომე ზურაბიშვილის შესახებ გაკეთებულ იმ შეფასებას ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ პრეზიდენტი უსულო საგანია და მისი განცხადებები ამა თუ იმ საკითხზე, არავის არ აღელვებს:

“ამას აუხსნას ვინმემ:

  1. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალია
  2. ქვეყნის პრეზიდენტის და მთავრსარდლის მოსაზრებები და განცხადებები მნიშვნელოვანია და ასაღელვებელიც თუ ასეთი ხასიათი აქვს
  3. ქვეყნის პრეზიდენტისთვის ამგვარი შეურაცხყოფის მიყენება არავის სძენს არც ღირსებას და პირველ რიგში იმას აკნინებს ვინც ასე იქცევა

მე კი არ მედარდება ვაშაძე რას იტყვის მაგრამ ერო ჩემო, ლამის პრეზიდენტად აირჩიე ეს ადამიანი და ძალიან უხერხული კია , ეს არ ნიშნავს რომ ვინც აირჩიე უხერული არ იყო”– წერს თინა ხიდაშელი.