რა უნდათ დუპლეტებს პარლამენტში?!

რა უნდათ დუპლეტებს პარლამენტში?!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სერგო რატიანის რეპლიკას გამოეხმაურა, რომელმაც ნუკრი ქანთარიას მიმართა, რომ ტერმინი ,,კლასიკური ლიბერალიზმი” ბუნებაში არ არსებობს.

,,სერგო ორჯონიკიძე კი არა და… სერგო რატიანი ეუბნება ნუკრი ქანთარიას, ტერმინი “კლასიკური ლიბერალიზმი” ბუნებაში არ არსებობს, ვერც ლექსიკონში ნახავთ, ეგ მარტო თქვენს თავშიაო. სერგოჯან, კლასიკური ლიბერალიზმის განმარტება ლექსიკონშიც არის, ვიკიპედიაშიც, გუგლშიც და… არ არის მხოლოდ შენს თავში!!!

ვააა… როგორც ბონდო მძინარაშვილი იტყოდა, რა უნდათ დუპლეტებს პარლამენტში?! “ – წერს გელა ზედელაშვილი

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კენჭისყრა გაიმართა, პარლამენტში დეპუტატებს შორის კენჭისყრისას გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ კამათი იყო ტერმინთან დაკავშირებით, „ლიბერალური“ უნდა ყოფილიყო, თუ „ლიბერალურ-დემოკრატიული“ პროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა.

სოციალისტი ახლა ამ ადამიანს, ქალბატონ ადას უნდა მხარდაჭერა, გარედან, ჩვენი, ხალხის მხარდაჭერა! ეს სიტყვა ლიბერალი არის უკვე უზნეობის საჯარო დეკლარირება და მერე სად განათლების კანონში???!!! ბოკერიამ და უგულავამ, რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა, ლგბტ-თემთან და მათ მხარდამჭერ ასოებთან ალიანსში დაგვამხეს თავზე ქვეყანა! ქართული ოცნება სამწუხაროდ უკვე ევროპული საქართველოა, უბრალოდ ჯერ სხვა სახელი ჰქვიათ!!! სირცხვილი თქვენი!
6 წლის უკან