მარიამ ჯაში:  უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციის წევრობა საქართველოსთვის ისტორიული ნაბიჯი და უდიდესი წარმატებაა

მარიამ ჯაში:  უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციის წევრობა საქართველოსთვის ისტორიული ნაბიჯი და უდიდესი წარმატებაა

„უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციის წევრობა საქართველოსთვის ისტორიული ნაბიჯი და უდიდესი წარმატებაა, რაც ევროპელ ლიდერებთან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის  მუშაობის შედეგია, რათა ამ ეროვნულ იდეას ხორცი შესხმოდა" - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში

მისი თქმით, ეს  არა მხოლოდ განათლების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატება, არამედ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაა.

„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში" გაწევრიანება ნიშნავს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებისა და ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების მიმართ სანდოობა გაიზრდება ევროკავშირის და საერთაშირისო მასშტაბით და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა უპრეცენდენტო ასპარეზს მოიპოვებს. გარდა ამისა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის გამარტივდება როგორც დიპლომების აღიარების, ასევე შემდგომი აკადემიური და პროფესიული გამოცდილების შეძენის საშუალება ევროკავშირის ქვეყნებში" - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სოციალისტი ეს არის შავი დღე საქართველოს განათლების სისტემის ისტორიაში! ახლა ამ ადამიანს, ქალბატონ ადას უნდა მხარდაჭერა, გარედან, ჩვენი, ხალხის მხარდაჭერა! ეს სიტყვა ლიბერალი არის უკვე უზნეობის საჯარო დეკლარირება და მერე სად განათლების კანონში???!!! ბოკერიამ და უგულავამ, რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა, ლგბტ-თემთან და მათ მხარდამჭერ ასოებთან ალიანსში დაგვამხეს თავზე ქვეყანა! ქართული ოცნება სამწუხაროდ უკვე ევროპული საქართველოა, უბრალოდ ჯერ სხვა სახელი ჰქვიათ!!! სირცხვილი თქვენი!
6 წლის უკან