საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია, განათლების კანონში შესატანმა ცვლილებებმა და ტექნიკურმა პრობლემებმა გააღიზიანა.
„არ ირთვება, რა ჯანდაბა ვქნა მეტი. ასჯერ დავაჭირე ეს ღილაკი, ნერვები მომეშალა უკიდურესად. ახლა მე მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ძალიან ცუდი რამ ხდება საქართველოს ე.წ. პარლამენტში. დღეს მართლა არ არის ეს საქართველოს პარლამენტი. კიდევ ერთხელ, მეათაეჯერ დავრწმუნდი ამაში, ახლა აქ ხდება მანიპულირება ტერმინოლოგიის, მანიპულირება ხდება ახლა და საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს საქართველო ამ პარლამენტის წყალობით, სადაც თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული, სადაც ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირების ფასდადებული ბრძოლა, ყველაფერი არის თავდაყირა დაყენებული და ბავშვების გადაგვარების გზაზე გინდა, თქვენ, რომ დააყენოთ ქვეყანა.
არ გამოგივათ ეს. რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, რა ფეტიშიზმია აქ გაბატონებული ევროპის მიმართ. ფეტიშიზმით უნდა ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენ თუ საღი აზროვნებით და ჩვენი ეროვნული ტრადიციებიდან და ისტორიიდან გამომდინარე", - განაცხადა ადა მარშანიამ.
პარლამენტმა ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო, რომელიც "ზოგადი განათლების შესახებ" კანონიდან სიტყვის - "ლიბერალური" ამოღებას ითვალისწინებდა.