აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯარში სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში არასასურველი სექსუალური კონტაქტის 20,500 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2016 წელს 14,900 იყო.

გამოკითხვაში 100 ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. მკვლევრები ამბობენ, რომ გამოკითხვამ 95%-იანი სიზუსტით ჩაიარა.

ირკვევა, რომ სამიდან ერთ შეთხვევაში არასასურველი სექსუალური ძალადობის ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ჯგუფად 17-24 წელი დასახელდა.