თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გენშტაბის უფროსის გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ამ ბიჭმა ჩემს თვალწინ გაიკეთა ჯარში კარიერა. სიმართლეს ვიტყვი, ყოველთვის შტერად ვთვლიდი და მაგიტომაც არც ვიცე-პოლკოვნიკზე მეტი წოდება არ მიმიცია და საერთოდ სხვისი (გენშტაბის) რეკომენდაციით დავნიშნე მესამე ბრიგადის მეთაურად. 2008 წლის ომის შედეგების გამო საერთოდ გასაგდები იყო ჯარიდან. დღეს გენშტაბის უფროსია და სალომემ გენერალ-ლეიტენანტობა უბოძა. ამრავლეთ ქვიშის კარიერის გენერლები, სანამ ჩვენს ყველა ომს სამოქალაქო ომად მიიჩნევენ ასეთები“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.