ამ წუთებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია. დენი მხოლოდ სასიცოცხლო ობიექტებს მიეწოდება.
როგორც საქართველოს ელექტროსისტემაში განაცხადეს, დღეს -18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარის ლიკვიდაცია.