“იმედი” VS – “რუსთავი 2”

“იმედი” VS – “რუსთავი 2”

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში “ფეისბუქი”, პროდიუსერ, მაია სტეფნაძის ტელეკომპანია “იმედიდან”  გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურ:

,,რა უცნაური დამთხვევაა – მაია სტეფნაძისთვის ეს გადაცემა აღმოჩნდა ბოლო იმედზე. მე და ანა დოლიძე ვართ

კონტრაქტში რა ეწერა – “ფეისბუქზე” არ წერო აზრებიო?

P.S. “რუსთავი ორის “ჟურნალისტების ვიშვიშს მოვკარი ყური – ეს რა ქნა ტელეიმედმაო.

მეგობრებო, თქვენი ტელევიზიის ვულგარული დირექტორი რესპონდენტებს ბლოკავს კრიტიკული აზრისთვის (თანამშრომლებზე აღარც ვსაუბრობ) და ჟურნალისტები ვერც ბედავთ მის კრიტიკას, ასე რომ ყველამ თქვენ მამიდებს მიხედეთ “, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა ,,სხვა რაკურსის” პროდუსერ მაია სტეფნაძის განცხადებით, მისი განთავისუფლების მიზეზი სოციალურ ქსელში, ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადება გახდა.

პანკისში ჰესების წინააღმდე გამოსულ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარ შეტაკებებზე მაია სტეფნაძემ “ფეისბუქზე” რამდენიმე პოსტი დაწერა. ის ხელისუფლების ქმედებებს ძალადობად აფასებდა და ეკონომიკის ახლადდანიშნულ მინისტრს, ნათია თურნავას აკრიტიკებდა. პროდიუსერი ასევე მადლობას უხდიდა “TV პირველის” მფლობელს, ვახტანგ(ვატო) წერეთელსა და უშუალოდ ტელევიზიას, ხეობაში განვითარებული მოვლენების გაშუქებისა და “სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის”.

ტელეკომპანია “იმედის” ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სალომე ბაზერაშვილის თქმით, გია ჯაჯანიძის გადაცემის პროდიუსერი მაია სტეფნაძე სამსახურიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. ამ საკითხზე დამატებით კომენტარს ტელევიზიაში არ აკეთებენ.