“უსასრულობამდე შემიძლია გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, რაც თავს დაგვატყდა იმ ხალხის პარტიებისგან, ვინც აქტიურია შს მინისტრისადმი შეტევაში”

“უსასრულობამდე შემიძლია გავაგრძელო სია სისასტიკის, უნამუსობის, რაც თავს დაგვატყდა იმ ხალხის პარტიებისგან, ვინც აქტიურია შს მინისტრისადმი შეტევაში”

შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო სია, სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობის და რაც მთავარია ანტისახელმწიფოებრივი კონსპირაციის, რაც თავს დაგვატყდა იმ ხალხის პარტიების მიერ, ვინც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შინაგან საქმეთა მინისტრისადმი შეტევის საქმეში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობების დეპუტატების გამოსვლების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უმცირესობის დეპუტატებს უზრდელობის გარდა არანაირი რესურსი არ აქვთ.

„შემიძლია უსასრულობამდე გავაგრძელო სია, სია სისასტიკის, უნამუსობის, ხეპრეობის და რაც მთავარია ანტისახელმწიფოებრივი კონსპირაციის, რაც თავს დაატყდა იმ ხალხის პარტიების მიერ, ვინც დღეს ყველაზე აქტიურები არიან შინაგან საქმეთა მინისტრისადმი შეტევის საქმეში. კიდევ კარგი, რომ უზრდელობის გარდა დღეს არანაირი სხვა რესურსი არ გააჩნიათ და ღმერთმა ნუ ქნას ეს რესურსი მათ ხელში მოხვდეს ოდესმე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრისგან დაინტერესდა მართებულად მიაჩნია თუ არა გიორგი გახარიას ის გადაწყვეტილება, რომ ყველა საქმე, რომელიც სამეგრელოში კასრებში იყო აღმოჩენილი წარსულს ჩაბარდა.

„ანგარიშს ვუწევთ იმას, რომ რთული პოლიტიკური შეკითხვაა, მაგრამ მინდა გკითხოთ, ამ გადმოსახედიდან თუ თვლით მართებულად გადაწყვეტილებას, რომ ყველა საქმე, რომელიც სამეგრელოში კასრებში იყო აღმოჩენილი, ყველა საქმე ჩაბარდა წარსულს ისე, რომ გადაიდგა ნაბიჯი თითქოსდა სამოქალაქო შერიგების თვალსაზრისით. აქტიური, ხმაურიანი განცხადებებით არ გამოვულვარ, მაგრამ დღეს მინდა ეს თემა გავიხსენო და ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ ამას“, – განაცხადა ვოლსკიმ.