ვცადე წარმომედგინა, მეშვიდე მოწვევის პარლამენტი როგორ იბარებს ვანო მერაბიშვილს სხდომათა დარბაზში

ვცადე წარმომედგინა, მეშვიდე მოწვევის პარლამენტი როგორ იბარებს ვანო მერაბიშვილს სხდომათა დარბაზში

ვცადე წარმომედგინა, მეშვიდე მოწვევის პარლამენტი როგორ იბარებს ვანო მერაბიშვილს სხდომათა დარბაზში და ისიც როგორ აბარებს პარლამენტარებს, მოსახლეობას ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, როგორ პასუხობს კრიტიკულ კითხვებს და როგორ საუბრობს წარმატებული ადამიანის უფლებების დაცვით საქმიანობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„შს მინისტრის პარლამენტის მოსვლა რადგან ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ის ძალიან დიდი კონტრასტი დავინახოთ, დავინახოთ რამდენად შორს ვართ იქიდან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ვიყავით, ამიტომ ეს ძალიან მიხარია. რაც შეეხება კითხვებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კითხვა დაისვა პანკისთან დაკავშირებით, მეც მინდა კონკრეტულად გკითხოთ, ამ ამ ოპერაციასთან დაკავშირებით სწორად იყო თუ არა შეფასებული რისკები, თუ იყო დარწმუნებული ვარ, გვეტყვით მეტს, თუ არ იყო სწორად შეფასებული ეს რისკები, მაშინ ვისი პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, აქ ვის უნდა დავუსვათ კითხვები. ჩვენ ხვალ უსაფრთხოების სამსახურის მოსმენაც გვაქვს და შესაბამისად ჩვენც რომ ვიცოდეთ, რაზე გავაკეთოთ აქცენტი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.