"მიმაჩნია, რომ თქვენ მოიქეცით სწორად პანკისში, ჩემგან პირადი მადლობა თქვენ"

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ემზარ კვიციანს მიაჩნია, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში 21 აპრილს სწორად მოიქცა და მას ამისთვის მადლობა გადაუხადა.

“რაც პანკისში მოხდა, მიმაჩნია, რომ ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა. ეს იყო აჯანყება. მიმაჩნია, რომ თქვენ მოიქეცით სწორად, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა. ჩემგან პირადი მადლობა თქვენ“,- მიმართა ემზარ კვიციანმა გიორგი გახარიას.

პარლამენტში შს მინისტრს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.