“ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ივანიშვილის შპს, ამ დარბაზში თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იდგეს“

“ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ივანიშვილის შპს, ამ დარბაზში თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იდგეს“

ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს აქ, ამ დარბაზი თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს, კონკრეტულად თქვენი გადადგომის საკითხი დაკავებული თანამდებობიდან, - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა.

დეპუტატმა გახარიას კითხვები პანკისთან დაკავშირებით დაუსვა და დაინტერესდა, როგორ აპირებს უწყება ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას.

„სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ დღეს აქ თქვენი გამოსვლის ტონით. სულ რამდენიმე დღის წინ თქვენ საკუთარი, სრულიად არაკომპეტენტური გადაწყვეტილებით - მიგევლინათ პოლიცია პანკისის ხეობაში, ბევრად უფრო დიდი დარტყმა მიაყენეთ ქართული პოლიციის რეპუტაციას და უზარმაზი წვლილი შეიტანეთ პოლიციასა და მოქალაქეთა ჯგუფის ჩხუბის ინსპირირებაში, ვიდრე ვინმემ უკანასკნელი წლების მანძილზე. ასე რომ, ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს აქ, ამ დარბაზში თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს, კონკრეტულად კი თქვენი გადადგომის საკითხი დაკავებული თანამდებობიდან“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა გახარიას და იქვე დაინტერესდა, დასვა თუ არა მინისტრმა კითხვა ჰესების მშენებელ კომპანიასთან, თუ რატომ იყო საჭირო 21 აპრილს, ხეობაში სამართალდამცველების გაგზავნის.

„დღეს, როდესაც შესული ხართ ჩიხურ ვითარებაში, ერთი მხრივ, არის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება, თუკი ხელისუფლება განახორციელებს კანონიერ ზომებს მათ წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ დაისაჯონ მონაწილეები, რა არის გამოსავალი?! როგორ აპირებთ ჩიხიდან გამოსვლას?", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს “მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.

თამაზი მერაბიშვილის დროს სად იყავით თესლო ნაცებო?
6 წლის უკან
უ ც ხ ო : ეს ქალი თავს იდებილებს თუ ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა?
თქვენი შსს მინისტრი რომ 2 გვამს ითხოვდა, მაშინ თუ გაგჩენია მსგავსი პრეტენზია მის მიმართ?

ძალიან ცუდი აზრისა ვარ ამ ხელისუფლებაზე და მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრ რამეს ან არასწორად აკეთებენ, ან საერთოდ არ აკეთებენ, მაგრამ ამაზე კრიტიკული საუბრის უფლება აქვს ყველას, ნაცების გარდა!

თქვენ, ნაცები, სანამ სხვისკენ გაიშვერთ ხელს, ჯერ დაიხედეთ იმ ხელზე, სისხლით ხომ არა გაქვთ მოთხვრილი? - ლაფანყურის ოპერაცია დაგავიწყდათ? დახოცილი ბიჭების გვამებს რომ არ აძლევდით მათ ოჯახებს, მერე კი ღამე რომ ჩუმად დაამარხვინეთ და დატირების უფლებაც რომ არ მიეცით ჭირისუფალს!.. ამის გამკეთებელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იშვერ ხელს სხვისკენ, რეზინის ტყვიები რატომ გამოიყენა პოლიციამ, როცა ადგილობრივები პოლიციის მანქანებს და სამშენებლო ტექნიკას "მოლოტოვის კოქტეილებით" წვავდნენ?!

დიახ, ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ, შენი ხელისუფლების დიდი ნაწილი ციხეში იჯდებოდა, ხოლო დანარჩენები ბუჩქებში იქნებოდით გასუსული - ნეტა, არავის გავახსენდეო!
6 წლის უკან
Maverick შეხედეთ ამ ფოტოსურათს, ეს ქალი არ არის, ეს არის ფსიქიურად აშლილი არსების გამოსახულება, შეაბრუნეთ N%5 პალატაში და უმკურნალეთ...
6 წლის უკან