ივანამ ზუგდიდში სრული არარაობა დაასახელა, მე მასთან არ ვიმუშავებ

ივანამ ზუგდიდში სრული არარაობა დაასახელა, მე მასთან არ ვიმუშავებ

ივანამ ზუგდიდში მერობის კანდიდატად თავისი ბანკის თანამშრომელი, სრული არარაობა დაასახელა, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანდრა რულოვსის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

“ივანამ ზუგდიდში მერობის კანდიდატად ვიღაცა შენგელია დაასახელა, თავისი ბანკის თანამშრომელი, სრული არარაობა, არავინ არაფერი, რომელიც იძახის, რა მნიშვნელობა აქვს, მოდით ახლა ეს იყოს…

თუ მანდ იქნება მერი ვიღაც შენგელია, მე შენგელიასთან არ ვიმუშავებ და მაშინ ზუგდიდს არ აქვს პერსპექტივა. თუ იქნება სანდრა, მაშინ ზუგდიდი იქნება სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით კი პირველი ქალაქი. ზუგდიდში იქნება მაღალი შემოსავლები, სამუშაო ადგილები, პერსპექტივა ,"- აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი შენგელია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატია.

Maverick ახალი ზუგდიდი ანუ ვასიუკი /"12 სკამი" ილფი და პეტროვი/. ეს მიშმაკის საპასუხოდ. სამეგრელოს ჩემდა თავად ბოდიშს ვუხდი ამ შედარებისთვის.
6 წლის უკან