"თითქმის 2 წელია, ოპოზიციისგან გვესმის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იშლება, სინამდვილეში დაიშალა უმცირესობა"

თითქმის ორი წელია, ოპოზიციისგან გვესმის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იშლება. სინამდვილეში დაიშალა უმცირესობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე “ქართული ოცნება“ პარლამენტში მყარი უმრავლესობით იქნება.

“წინა სხდომებიდან ლევან კობერიძის პიზიცია საზოგადოებამ იცოდა. სენსაციას ამაში ვერ ვხედავ. მან ძალიან ბუნებრივად ახსნა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელიც ამაზე შეიძლება იყოს, რეალურად ჩვენ თითქმის 2 წელია, ოპოზიციისგან გვესმის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იშლება, სინამდვილეში დაიშალა უმცირესობა პარლამენტში და სამწუხაროდ, ამაზე აქცენტს თვითონ არ აკეთებენ, რადგან ეს თემა არ მოსწონთ. მე გარწმუნებთ, რომ 2020 წლის არჩევნებამდე "ქართულ ოცნებას" პარლამენტში მყარი უმრავლესობა ეყოლება", - განაცხადა თალაკვაძემ.