"საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე" სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტისგან ვეტოს ითხოვს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და კანონს ვეტოს დაადებს, მათი თქმით, აღნიშნული კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საუბარი სამართლიან სასამართლოზე დაიწყოს.
კონსტიტუციონალისტების შეფასებით, კანონი საბოლოოდ „ქართული ოცნებისთვისაც" პრობლემა აღმოჩნდება“, რადგან ადრე თუ გვიან ისინი უმრავლესობას დაკარგავენ.
"თუ პრეზიდენტი დაადებს ვეტოს და მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რომელიც არსებობს ამ პროცესში, კარგი იქნება. მთავარი გამოსავალი არის "ქართული ოცნებისთვის" არის ის, რომ მან უნდა გააცნობიეროს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო მასაც სჭირდება", - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
შეგახსენებთ, გუშინ საკანონმდებლო ორგანომ "საერთო სასამართლოების შესახებ კანონი“ მესამე მოსმენით მიიღოს.