2 მაისიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

2 მაისიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისს, დღის ბოლოდან 4 მაისის გვიან საღამომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვაც.

2 მაისს, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში - 25-30 გრადუსი იქნება.  თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 27-28 გრადუსი იქნება.

უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.