ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა. როგორც „ქრონიკასთან“ საუბრისას 66-ე უბნის კოორდინატორი გოგა ზუხბაია აცხადებს, 66-ე და 64-ე უბნების კოორდინატორებს კობა ნაყოფია ხელფასებს დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ გადაუხდია.
მისივე თქმით, როცა კოორდინატორები ოფისში თანხის ასაღებად მივიდნენ, ნაყოფია მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა და ხელფასები არ მისცა.
კონფლიქტი ენმ-ს ოფისში 25 აპრილს მოხდა და ამის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. როგორც ენმ-ს ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ანი წითლიძე აცხადებს, ადამიანები, რომლებიც ნაყოფიას სიცრუეში ადანაშაულებენ, პარტიის წევრები არასდროს ყოფილან.