„რესპუბლიკელების დამახასიათებელი თვისებაა,რომ თავს სხვებზე ინტელექტუალურებად და პროგრესულებად თვლიან”

„რესპუბლიკელების დამახასიათებელი თვისებაა,რომ თავს სხვებზე ინტელექტუალურებად და პროგრესულებად თვლიან”

სოსო მანჯავიძის პოსტი რესპუბლიკელებზე:

წავიკითხე ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის წერილები პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებით.

საერთოდ,რესპუბლიკელების დამახასიათებელი თვისებაა,რომ თავს სხვებზე ინტელექტუალურებად და პროგრესულებად თვლიან.

ასეთ რამეში ხშირად დააჯერებენ ხოლმე ერთმანეთს ისეთი ტიპის ადამიანები,რომლებსაც არა აქვთ რწმენა, თვითკრიტიკის უნარი,სინანული და ამის შედეგად, საშინელ ამპარტავნებაში ვარდებიან.

ეს ამპარტავნება კიდევ უფრო საშიშ ფორმებს იღებს,თუ ასეთი მებრძოლი ათეისტები პარტიად ერთიანდებიან.

ასეთი პარტიის წევრები ღრმად არიან დარწმუნებულები,რომ ქვეყნის მოსახლეობა მათი ღირსი არ არის,რადგან სათანადოდ ვერ აფასებს მათ ბუმბერაზობასა და სიდიადეს.

ამიტომ თუ მოსახლეობის 2% აძლევს მათ ხმას,ეს ნიშნავს,რომ დანარჩენები ჩამორჩენილი და არაპროგრესული ადამიანები არიან.

შესაბამისად,ყველაფერი ის ,რასაც ეს ხალხი პატივს ცემს და საკუთარი იდენტობის საყრდენად მიიჩნევს,მათ საშინელ სიძულვილს იმსახურებს.

ამიტომ ბუნებრივია,რომ პატივცემულ რესპუბლიკელებზე პატრიარქი და მისი რეიტინგი ისე მოქმედებს,როგორც ჭინკებზე-საკმევლის სურნელება.

სძულთ და ლანძღავენ მას,როგორც შეუძლიათ,რადგან ამ "ჩამორჩენილ" ქართველებს პატრიარქი უყვართ,ხოლო რესპუბლიკელები-არა.

ანუ სიყვარული აკლიათ და ყურადღებას ითხოვენ.

ერთ რამეს ვურჩევდი მათ,ძალიან ზედმეტადაც ნუ შეეცდებიან სიყვარულისა და ყურადღების ასეთი ფორმით მოხვეჭას,რადგან ხშირად ასეთ ყურადღებას მეტად უხეში ფორმებით ღებულობს ხოლმე "ჩამორჩენილი" ხალხისაგან აბეზარი მთხოვნელი.

მერე გვიანღა არ იყოს თითზე კბენანი.

amo აქაც იგივე კომენტარს დავტოვებ. დალასის ნაბიჭვრები არიან. ალენ უელშ დალასი: . . . შეუჩნევლად გავაყალბებთ მათ ფასეულობებს . . . მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები ქებას უნდა ასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს . . . ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომლებიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით ყველანაირ უზნეობას.
6 წლის უკან