საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ სასწრაფოდ შექმნას კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი ნდობის ჯგუფი

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ სასწრაფოდ შექმნას კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი ნდობის ჯგუფი

სოსო მანჯავიძე საქართველოს მთავრობას, დავით გარეჯში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური ნდობის ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებს.

“საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ სასწრაფოდ შექმნას კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი ნდობის ჯგუფი,რომელიც განუმარტავს საზოგადოებას დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ რეალურ ვითარებას.

ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ პანიკა,მითები,ისტერია და მზარდი აგრესია,რომელიც საშიშ ფორმენს იღებს. ასევე სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს ის კერები,საიდანაც მიზანმიმართულად ხდება ეროვნული შუღლის გაღვივება.

ასევე უნდა მოხდეს სხვადასხვა ჯგუფების კონტროლი,რადგან მათმა პატრიოტულმა აღტყინებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოგვიტანოს. სამწუხაროა,რომ 90-იანი წლებიდან ვერავითარი დასკვნები ვერ გამოვიტანეთ.”– წერს სოსო მანჯავიძე ფეისბუქში.