"ეს იყო წყალგამყოფი ხაზი“

დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის მიზეზი, როგორც კობერიძემ თქვა, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტია.

„ეს იყო წყალგამყოფი ხაზი", - განაცხადა კობერიძემ.

კობერიძის თქმით, ის ამ ეტაპზე არ აპირებს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანებას და დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებს საქმიანობას.